ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წრომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება

 ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 2019 წელს დაიწყო წრომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახურავის სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი დახურული იყო ბაზალტის მეორადი გამოყენების ქვის გათლილი ლორფინის ქვით.
„90-იან წლებში ადგილობრივ მღვდელთმთავარს ეს ლორფინი ქოზიფას მონასტრიდან ჩამოუტანია და ტაძარზე დაუფარებია. უხარისხო გადახურვის გამო, სახურავი რამდენიმე ადგილზე წყალს ატარებდა.
სამუშაოების დიდი მოცულობის გამო, 2019 წელს მოხერხდა მხოლოდ ტაძრის დასავლეთ ნაწილის დაზიანებული სახურავის გამოცვლა.
დაზიანებული სახურავის სრული დემონტაჟი მოხდა: მოიხსნა ლორფინი, აიყარა დაზიანებული და წყლით გაჟღენთილი ბეტონის ფენილი.
ახალი ფენილის მოწყობა ჩატარდა საბჭოს მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით.
მოეწყო კალმატრონის ჰიდოსაიზოლაციო მასალით დამუშავებული კირ-ცემენტის მოჭიმვა. შემდგომში დამუშავდა სპეციალური ხსნარით და  მოხდა ბაზალტის გათლილი ქვით (ქვა გაითალა ინდივიდუალურად სპეციალური ჩამკეტებით, ქვის ქვეშ საცრემლეებით და წყლის გადამყვანი მიმრთველებით) სპეციალურ ყინვაგამძლე წებოცემენტზე სახურავის ფენილი მოწყობა. შოვები შეივსო, ასევე, ყინვაგამძლე პოლიმერული ხსნარით და სილიკონით.
2019 წელს დაიფარა სახურავი 97 მ2 ზე, გადახურვამ გაუძლო  როგორც შემოდგომის წვიმიან ამინდს, ასევე თოვლიან ზამთარსაც.
2020 წელს სამუშაოები, ცნობილი მოვლენების გამო, ივნისში დაიწყო და მიმდინარეობს ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიური მეთოდის მიხედვით.
ამ ეტაპზე, დახურულია 200 კვადრატი, სამუშაოები გაგრძელდება მის სრულ დასრულებამდე“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქრესტავრატორი: პაატა ნუცუბიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები