ბიძინა ესებუა: ცილისწამებაა ბანკზე თავდასხმაში ჩემი ძმის, ბადრი ესებუას დადანაშაულება

“ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ჩემი ძმის დადანაშაულება ცილისწამებაა”, – ამის შესახებ ბადრი ესებუას ძმამ, ბიძინა ესებუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ესებუას თქმით, მისი ძმა კომენტარს, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

“ჩემი ძმა, სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს და, ალბათ,ცკომენტარს გააკეთებს. ბადრისა და დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის, ფიზიკურადაც, ტანადაც სულ სხვა შეფერილობის არის. ეს არის ცილისწამება. ჩემი ძმა ახლა თბილისშია, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა”, – თქვა ბიძინა ესებუამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე დღის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ. ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები