ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება

23-25 ოქტომბერს, მზიურის კორტები საჩოგბურთო ტურნირს – ProAm – Domus #BeActive Cup 2020 უმასპინძლებს. ტურნირი 23 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები მიიღებენ. საპრიზო ფონდია 8 000 ლარი (I – 4 000, II – 2 000, ნახევარფინალისტები – 1 000-1 000).

ღონისძიება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო მესამედ აღნიშნავს. ტურნირის ორგანიზატორები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და სამშენებლო კომპანია „დომუს დეველოპმენტ“.

ინფორმაციას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები