დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდმა გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი   ზუგდიდში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” გუნდისთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესი ღირებულებაა, ხოლო დეგრადირებული, ცალკეული ოპოზიციური ძალები საკუთარი ვიწტო პარტიული ქულების მოსახვეჭად ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსხვერპლის გარეშე, მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული სპეცოპერაცია ზუგდიდში და ჩვენი დროის გმირი – ავთანდილ გალდავა, პოლიციელი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მძევლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი. და კიდევ, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი და დამნაშავე ოპოზიცია თავისი მსგავსი მედიასაშუალებებით. გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართული ოცნების სახელისუფლებო გუნდმა რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, ხოლო სრულიად დეგრადირებული ცალკეული ოპოზიციური ძალები, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების მოსახვეჭად”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები