ზატულინი: მოგვიწევს, საქართველოს საკითხები გარკვევით ავუხსნათ

რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი არ გამორიცხავს, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ერთ-ერთ რეაქცია შეიძლება, იყოს სადესანტო ოპერაცია.

ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.

მისი თქმით, რეგიონში სიმშვიდე აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაარღვია, ამიტომ, მათ უნდა ახსოვდეთ, რომელი სახელმწიფოა ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ამ კონტექტსში რუსმა დეპუტატმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა განუმარტოს საქართველოს,  “მისი საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები იქნება გაგზავნილი” და დასძინა, რომ “ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა”.

“რადგან საუბარია კავკასიაში ბოევიკების გაფანტვაზე, რომლისგან დაზარალდება რუსეთიც, საქართველოც და ყველა დანარჩენები. სომხური მოსახლეობისთვის დიდი საფრთხე იქმნება, რომელსაც ისტორიულად ახსოვს აღნიშნულ რეგიონში გენოციდი. საჭირო ზომა უნდა მივიღოთ”, – თქვა ზატულინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები