ვახტანგ მაისაია: გუშინ ზუგდიდში სამართალდამცველებმა თავი გაართვეს თავიანთ ამოცანას

“დასრულდა ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ეპოპეა და მართალია ჯერ კიდევ ნაადრევია რაიმე შედეგების გაანალიზებ, მაგრამ შეიძლება მოკლედ შეფასდეს გარკვეული სახის ასპექტები”,- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გუშინ, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” განხორციელებულ თავდასხმას.

“ამ ფორს-მაჟორული სცენარის კონტენ-ანალიზის და “შემთხვევის გარჩევის” მეთოდის გათალისწინებით შეიძლება რამოდენიმე დასკვნის გაკეთება:

1) აღნიშნული თავდასხმა აღმოჩნდა სრულაიდ მოულოდნლი მოვლენა ყველასთვის, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებისთვის და ყველა მიმართუოებით შეიმჩნეოდა სრული პანიკა და დაბნეულობა, რომელიც თანდათანობით აღმოიფხვრა. განსაკუთრებით, ისევე რიგორც ჩატაევის ტერორისტული რეიდის დროს, ისევე დარჩა პრობლემური პერიმეტრის დაცვა და კონტროლი, რაც როგორც არ იყო გამოტანიილი სათანადო “გაკვეთილები” ჩატაევის რეიდის დროს დაშვებული შეცდომებიდან და არ იყო გაწერილი წინასაწარ სავარაუდო მოქმედების გეგმა და კვლავ დარჩა პრობლემად მას-მედიის მიერ არასწორი გაშუქების პრობლემა და როგორც ჩანს აუცილებელია ჩატარდეს ერთობლვი წვრთნები ძალოვანი სტრუქტურების და მას-მედიის მონაწილეობით, ანალოგიური სცენარის გათვალისწინებით და ეს აუცილებელია რომ გაკეთდეს და სასურველია ეს წვრთნა ჩატარდეს სუს-ის ანტი-ტერორისტული ცენტრის ეგიდით;

2) იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ თავდასხმა ფორმალურად ატარებდა კრიმინალური ხასიათის შინაარს, ის აშკარად შეიცავდა ტერორისტული ქმედებებსაც, მაგალითად, შენობის დაკავება, მძევლების აყვანა, საბრძოლო საარმიო შეიარაღების გამოყენება, პროფესიული დაგეგმვა შენობის დაკავებისას (რაც ძალიან წააგავდა მაგალითად, 2002 წლის “ნორდ-ოსტის” დროს ტერორისტების მიერ მოსკოვის ცენტრში თეატრის დაკავების სცენარის მოდელს და უნდა აღინიშნოს, რომ თავდასხმელს როგროც ჩანს გავლილი ჰქონდა სპეცმომზადება და იყო პროფესიონალი თავის საქმის, ეს ფაქტია), თუმცა კლასიკური ტერორისტული აქტისაგან განსხვავებით მას არ წამოუყენებია პოლიტიკური მოთხოვნები. ამიოტმაც გასაკვირია რატომ არ იყო ჩართული ამ ოპერაციაში სუს-ის ანტი-ტერორისტული ცენტრი და მისი სპეცრაზმი;

3) პრინციპში სამართალდამცველებმა გაართვეს თავიანთ ამოცანას და გამოვყოფ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსის, ბატონ გალდავას და იმ სამი ოფიცრის გმიორბას და პროფესიონალიზმს, ოპერაციის ბოლო სტადიის დროს. სამართალდამცველებმა გადაარჩინეს მძევლების სიცოცხლე და ეს მთავარია და კარგად მომზადებულ თავდამხსმელს არ მისცეს საშუალება განეხორცილებინა თავისი ჩანაფიქრი, რომელიც შეიძლება დასრულებუიყო ტრაგიკულად. თუმცა მეორეს მხრივ, თავდასხმელია გაექცა სისხლის სამართლი პაუსხისმგებლობას და თავისი გაიტანა, მიიღო მოთხოვნილი თანხა და მიიმალა, როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით, და ასევე კარგად ჩანს რომ იგი იყო ადგილობრივი და მან მშვენივრად იცის ამ რეგიონის გეოგრაფიული სპეციფიკა და ძალიან რთული იქნება მისი გამოვლენა, მით უფრო სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრში უკონტროლო “რუხი ზონის” არსებობის პირობებში და მით უფრო, ვარაუდის დონეზე, რომ დავუშვათ, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება ყოფილიყო კარგად დაგეგმილი ჰიბრიდული სახის სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია, რომლის უკანაც თეორიულად შეიძლება იდგას კარგად მომზადებული სპეცსამსახური;

4) არჩევნების შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს სპეცსამსახურების სერიოზული რეფორმები, განსაკუთრებუთ ასიმეტრიული აქტორ-ცენტრული საფრთხეების გათვალისწინებით, მათ შორის სამხედრო შინაარსისაც, და მოხდეს სასწაფო წესით ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების სრული რევიზია და მოდერნიზაცია”,-წერს ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები