„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თელავში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თელავში, სოფელ კისისხევში, „შატო მოსმიერში” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს, 17.00 საათზე თელავში, “„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – ირაკლი კობახიძე გახსნის.
რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.