შს მინისტრი ზუგდიდში ჩავიდა

შს მინისტრი, ვახტან გომელაური ზუგდიდში იმყოფება.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, “საქართველოს ბანკზე” თავმდამსხმელსა და სამართალდამცველებს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა, დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.
ცნობისათვის, ზუგდიდში ,,საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები