გიგი უგილავა გამტაცებელს მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს, მძევლები ჩაანაცვლოს

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი – გიგი უგილავა ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკში” შეჭრილ მძარცველს მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს, მძევლები ჩაანაცვლოს

“პოლიციასაც ვთხოვ და მასაც (გამტაცებელს), მოხდეს ჩანაცვლება. მე ვიქნები მანამ, სანამ ეს სიტუაცია განიმუხტება. როგორი სცენარითაც  უნდა წარიმართოს სიტუაცია, მზად ვარ, იმ მძევლებს ჩავენაცვლო”, — განაცხადა გიგი უგულავამ

ცნობისთვის, ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკში” მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები