ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ორგანიზმში იმუნიტეტი რჩება, თუმცა, ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს

“მეორედ ინფიცირების სულ ერთეული შემთხვევებია აღწერილი. ამიტომ, ჯერჯერობით, ვფიქრობთ, ვირუსი ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ისე – უჯრედულ იმუნიტეტს და ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ  რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმში, ამასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს.

„კორონავირუსს უკვე ათი თვის ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, მსოფლიოში რეალური რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევებია აღწერილი. ამიტომ, ჯერჯერობით, ვფიქრობთ, ვირუსი ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ისე – უჯრედულ იმუნიტეტს და ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება. დიდი კვლევები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი ორგანიზმში კორონავირუსის გადატანის შემდეგ. ჯერჯერობით, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი კვლევების მიხედვით, ანტისხეულები სამი-ექვსი თვის შემდეგ დავარდა, თუმცა, დარჩა მეორე, უჯრედული იმუნიტეტი. რეინფიცირების შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები