ესპანეთში, ვირუსის გამო, რეგიონის იზოლირება მოხდება
ესპანეთის ჩრდილოეთით ნავარას პროვინციის მთავრობა, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, რეგიონიდან გასვლას და შესვლის აკრძალავს.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების საიტზე განთავსდა.
შეზღუდვა ძალაში 22 ოქტომბრიდან შევა და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, ნავარას ხელისუფლება ყველა ბარსა და კაფეს ჩაკეტავს.
პანდემიის დაწყებიდან რეგიონში, რომლის მოსახლეობა 650 ათასს ადამიანს შეადგენს, 25, 8 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა.