“გზა გადამიკეტეს, ორი წლით ციხე გემუქრებაო მითხრეს” – რატომ დაუპირსიპირდნენ კახა ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები ბოლნისის მკვიდრს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯავშანიანში პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს, “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ მამედ შამილოვი “რეგიონულ კვირას” უყვება. შამილოვი განმარტავს, რომ ოქრიაშვილის აქტივისტები მისგან მოითხოვდნენ ინფორმაციას თუ რატომ არ დახვდა “ნაცმოძრაობის” კანდიდატს ერთ-ერთ სოფელში დაგეგმილ შეხვედრაზე მოსახლეობა. შამილოვი ყვება, რომ ოქრიაშვილისა და მისი თანხმლები პირების მანქანებმა მას გზა გადაუკეტეს, თუმცა მან საუბარი არ ისურვა, რამაც ოპოზიციონერი კანდიდატის გარემოცვა გააღიზიანა.

„გზაზე 2 წუთით გავაჩერე მანქანა და მანქანების კოლონა ჩემამდე მოვიდა. მანქანიდან ვიღაცამ ჩემზე მიუთითა ის არისო და მკითხეს სად მიდიხარო. ვუთხარი: მაქვს საქმე და მივდივარ. გააჩერეო მანქანა საქმე გვაქვსო შენთან. ვუთხარი თქვენთან არაფერი მესაქმება, ჩემი საქმე მაქვს. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. დავქოქე ავტომობილი და წავედი. ხიდამდე არ ვიყავი მისული და დავინახე, რომ მანქანები მომყვება, გზა გადამიჭრა შავმა ჯიპმა, ერთი, მეორე, მესამე მოვიდა, ალყაში მომაქციეს გააჩერეო. ერთ-ერთი მეუბნება, რატომ არ გინდა ჩვენთან ლაპარაკიო, ვუთხარი, თქვენთან არ მინდა ლაპარაკი, რატომ უნდა გელაპარაკოთ. ამ დროს ვიღაცამ უკანა მინა ჩამოუწია და მეკითხებიან: იცნობო? ვინ არის მეთქი, ოქრიაშვილიაო. ვუთხარი არ მაინტერესებს, ვინც არ უნდა იყოს, ჩემგან რა გინდათ? მეუბნებიან იციო რა გელოდება, ორი წლით ციხე გელოდებაო, რატომ თქო, არ შემიგინებია თქვენთვის, არაფერი ცუდი არ მითქვამს, ხელს არ გიშლით და ვუთხარი, რაც არ უნდა მოხდეს, არ მაინტერესებს, დამანებეთ თავი-მეთქი. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა უნდათ, თანამდებობის დაკავება ძალის მეთოდით? რა უნდათ? 65 წლის ვარ და პირველად ვნახე ასეთი რამე. ამის მერე 112-ში დავრეკე. მითხრეს, თითქოს მათმა აგიტატორმა თქვა, რომ მე ადამიანებს ვაშინებ. მე ვუთხარი: “ისეთი დროა, სახლში საკუთარ ბავშვს ვერ შეაშინებ და მე ვის უნდა ვაშინებდე“. მე პოლიციაში განვაცხადე ის, რომ დამემუქრნენ და შეურაცყოფა მომაყენეს. შაქარი მაქვს და 400-მდე ამეწია“, – ამბობს მამედ შამილოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები