„ქართული ოცნება” რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს.
პირველი – მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება. პრეზენტაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.
წარმოდგენილი იქნება ეკონომიკურ განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.
პრეზენტაცია გაიმართება 20 ოქტომბერს, 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service – ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში.
ინფორმაციას, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახირი ავრცელებს.