კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვინც გაიმარჯვებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე და დიდი უპირატესობით, ეს არის „ქართული ოცნება”

“რეალურად, საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს არჩევნებზეც გამოიხატება, დაველოდოთ 31 ოქტომბერს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ჟურნალისტებთან ბოლოდროინდელი კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

„დღეს „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც, რეალურად, იმის შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება, მოიპოვოს გამარჯვება ისე, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს. რეალურად, საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს არჩევნებზეც გამოიხატება, დაველოდოთ 31 ოქტომბერს. დაახლოებით, 60%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე.

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვინც გაიმარჯვებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე და დიდი უპირატესობით, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები