ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დღეს 2500-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია
“თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს და უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს 2500-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია.
„ყველაზე დიდი ჯგუფი ამ დადასტურებული შემთხვევებისა გახლავთ სიპტომიანი პაციენტები – 581 და კონტაქტები. ესაა ორი მთავარი ჯგუფი. ამ ეპიდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ყველა ის სიმპტომი, რომელსაც ჩვენ ვამბობთ: პირველი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება იყოს გემოს დაკარგვაც, ამ სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ექიმს დაუკავშირდეთ ან “112”-ს. გასაგებია, დღეს ძალიან გადატვირთულია ყველა ცხელი ხაზი – “112”, “144”, ჩვენი “116001”, “1505”, ამიტომ, თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. დღეს 2500-დან 3000 ოჯახის ექიმია ქვეყანაში. სასურველია, რომ ექიმსა და ბინებში თუ კოვიდსასტუმროებში მყოფ პაციენტს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეთ – დღეში ერთი ზარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.