საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 060-ს შეადგენს.