ირაკლი ჩიქოვანი: ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ ყველას აქვს საშუალება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ჩიქოვანი 2012 წელს არსებულ ვითარებას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალადობის ფონზე მიმდინარეობა. კანდიდატის თქმით, არსებული თავისუფალი გარემო ,,ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

,,ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, გარემო, სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ის, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.

დღესდღეისობით ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს გეგას, მალხაზს და ყველას თითოეულ თქვენთაგანს საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. ჩემს ვალდებულებად, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები