ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ მედია ინფორმაციას ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება გასულ დღე-ღამეში 403 ადამიანს ჩაუტარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 2 796 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1 187 და გარდაიცვალა 27 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები