„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ხობში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს
18 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ხობში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას წარადგენს.
წარდგენას „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
12.00 საათზე მმართველი გუნდი ირაკლი ხახუბიას ფოთში წარადგენს;
14.10 საათზე ირაკლი ხახუბიას წარდგენა სენაკში გაიმართება.
15.00 საათზე, აბაშაში, „ქართული ოცნება” აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.