El Pais: ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოდამოუკიდებლობაზე აისახოს

“ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა მხოლოდ სომხეთზე არ აისახოს. ნეგატიური შედეგები სავარაუდოდ ევროპას, მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოდამოუკიდებლობას დაემუქრება”,- ამ შინაარსის სტატიას ესპანური გამოცემა El Pais-ი აქვეყნებს.

ავტორი თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში საუბარი არა მხოლოდ საომარ კონფლიქტს, არამედ ენერგეტიკულ დავასაც უნდა ეხებოდეს. ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბრალი დასდო სომხეთს ენერგეტიკულ კორიდორზე თავდასხმაში, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის გაზგამტარს და სამხრეთ კავკასიის გაზგამტარს (SCP)წარმოადგენს.

ისინი განთავსებულია კასპიის ზღვის პარალელურად თურქეთამდე და მხოლოდ აზერბაიჯანზე კი არა არამედ საქართველოზეც გადის, ამასთანავე ერთ-ერთი მონაკვეთი ძალიან ახლოსაა სომხეთის საზღვართანაც.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ერთ-ერთი ძირითადი კორიდორია, რომელის გავლითაც კასპიის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ხვდება. “შავი ოქრო” თურქეთს, ისრაელს, ასევე ესპანეთსა და იტალიას მიეწოდება.

SCP ევროკავშირის ბუნებრივი აირი სამხრეთ კორიდორს წარმოადგენს, მეტი წილი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირისა მაინც თურქეთში მიედინება, მაგრამ წლის ბოლოს გაიხსნება ტრანსატლანტიკური გაზგამტარი.

იმ შემთხვევაში თუ კი, კონფლიქტის გრადუსი მაღლა აიწევს ნავთობგამტარისა და გაზგამტარის დაზიანების შესაძლებლობა გაიზრდება. შესაბამისად ნავთობის და გაზის მიწოდება ევროპაში შეფერხდება. ფაქტობრივად ევროპის ენერგოდამოკიდებულებაზე ეს ნაკლებად აისახება, მაგრამ დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკას, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას დიდი შემოსავალი აქვს ტრანზიტიდან.

“ეკონომიკურ დარტყმასთან ერთად დარტყმა მიყენებული იქნება აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობაზე რუსეთისგან, ვინაიდან ენერგეტიკული კორიდორის მშენებლობა კავკასიაში, თავდაპირველად, გეოპოლიტიკურ მიზეზს წარმოადგენდა”,- განმარტავს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები