რატომ უწოდებდა გიგა ბოკერია დავით გარეჯის დამცველებს ქვეყნის მოღალატეებს (ვიდეო)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დავით გარეჯის დამცველებს ქვეყნის მოღალატეებს უწოდებდა.

მის ამ შეფასებას, წინ უძღვოდა 2012 წლის 20 მაისს გავრცელებული ცნობა, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან თავისუფალი მოძრაობის აღდგენის შესახებ, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რასაც გარეჯში მომლოცველების შეკრება მოჰყვა.
ბოკერიამ იმავე დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადაცემაში ”აქცენტები”, დავით გარეჯის საკითხის გარშემო აგორებულ კამპანიას ”უპასუხისმგებლო და უმწიფარი” უწოდა.

“სამწუხაროდ რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს იყო სრული უპასუხისმგებლობის, უმწიფრობის, შეიძლება გულწრფელი არაინფორმირებულობის, მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობა ეროვნულ ინტერესებზე. ასეთ მცდელობებს, კანონდარღვევით წარმოქმნილ ინიციატივებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი.
ამ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ არ გამოუხატავთ პროტესტი, როცა აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას საფრთხე შეექმნა. ეს არის მათი ლუსტრაცია”, – აცხადებდა გიგა ბოკერია.

​ცნობისათვის, გარეჯის უდაბნოს მონასტერთან თავისუფალი მოძრაობის აღდგენის შესახებ საკითხი 2012 წლის 20 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად გადაწყდა. აღნიშნულ შეხვედრას კი წინ უძღოდა ამ საკითხზე შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ჩიკაგოში.
​ამავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან თავისუფალი მოძრაობის აღდგენის შესახებ 20 მაისს ერთდროულად გაავრცელეს ცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები