ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს კიდევ 4 პაციენტი ემსხვერპლა და 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასულ ერთ დღეში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 4 პირი ემსხვერპლა, სულ ე.წ.რესპუბლიკაში უკვე 27 ლეტალური შემთხვევაა.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსი კიდევ 100 ადამიანს გამოუვლინდა, ჯამში 2579 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის კლინიკაში ამჟამად 151 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 41-ის საშუალო სიმძიმის არის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი, 26 ადამიანია მოთავსებული, გაგრის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13, ხოლო ოჩამჩირის კლინიკაში 11 ადამიანია.
სულ 1167 ადამიანია გამოჯანმრთელებული.