მამუკა მდინარაძე: თანმიმდევრული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად 2024 წელს ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებისას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც ქართულმა სახელმწიფომ მიაღწია ისეთ წარმატებებს, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია; როდესაც ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი ნატოდან ამბობს, რომ საქართველო არასდროს ისე ახლოს არ ყოფილა ნატოსთან, როგორც არის დღეს; როდესაც ყველა რეფორმა ფასდება მაღალ დონეზე, ეს გვაძლევს იმ ამბიციის გამოთქმის, გამოხატვის საშუალებას, რომ 2024 წელს ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და რომ არა ის თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკა, რომელიც საგარეო მიმართულებით წარმოებდა 2012 წლიდან, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ჩვენ ამ თამამ განცხადებას ვერ გავაკეთებდით, ეს გამორიცხული იყო. ეს აუცილებლად მოხდება – საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამას ჩვენი რეფორმები უზრუნველყოფენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები