მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად საათი გადასცა

„საზოგადოებამ კარგად იცის შავის და თეთრის, კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოება სწორ არჩევანს აკეთებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება”, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებისას.

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო სარეკლამო კლიპებს გამოეხმაურა.

„მისი ტყუილების შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვა. მან საათებით პიარ კამპანიის მოწყობა გადაწყვიტა და სარეკლამო კლიპში გამოფინა საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი და ასევე ირაკლი კობახიძის საათი, რომელიც საერთოდ არ იყო მისი. მინდა ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე მას საათი, რომელიც როგორც კი დახედავს, არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები