მარინა ენდელაძე: კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში, ახლა უკვე ქუჩაში პირბადით უნდა ვიაროთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული.

„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება, ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი.

ჯერჯერობით, არის რესურსი და, ალბათ, მომავალშიც იქნება, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. ძალიან სერიოზული კოორდინებული მუშაობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ამ პროცესში ეპიდემიოლოგები და მედიკოსებიც ჩართულნი არიან“, -განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები