ქართველი მთარგმნელი, ხათუნა ცხადაძე იტალიის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ქართველ მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა, – ამ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს და ულოცავს მთარგმენლს დამსახურებულ აღიარებას.
ღირსების ორდენი 1947 წლიდან გაიცემა და ამჟამად მას „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ ეწოდება. ის იტალიაში რიგით მეორე სამოქალაქო ორდენია. ეს ჯილდო ადგილობრივ თუ უცხოელ პირებს გადაეცემათ, რომელთაც იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი, ამავდროულად, იტალიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებას უწყობენ ხელს.
ხათუნა ცხადაძის სახელს უკავშირდება უმბერტო ეკოს შემოქმედების თარგმნა, ამ დიდი იტალიელი მწერლის მნიშვნელოვანი რომანების გადმოქართულება. ესენია: „ვარდის სახელი“, „ფუკოს ქანქარა“ და „პრაღის სასაფლაო“.
ბოლო პერიოდში ხათუნა ცხადაძემ თარგმნა იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, მელანია მაცუკოს „ვიტა და ელენა ფერანტეს მარტოობის დღეები“.