საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მეუღლე, სანია მუსიჩ მილანოვიჩი ეწვია
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მეუღლე, სანია მუსიჩ მილანოვიჩი ეწვია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონმა, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
სანია მუსიჩ მილანოვიჩმა ოქროს ფონდში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები დაათვალიერა.