“შემიძლია, არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის, რამაც ფუნდამენტი დაუდო, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო” – მიქანაძე

“შემიძლია, არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა – გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ისაუბრა.

„არაერთი საერთაშორისო მაღალი რანგის რეიტინგია, მაგალითად, QS world university ranking, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოდგენილი და საერთოდ არ იძებნება ილიაუნი, ასევე აქცენტი შეგვიძლია გავაკეთოთ Centre for world university ranking-ის ერთ-ერთ რეიტინგზე, სადაც თსუ 1106-ე პოზიციას იკავებს, ილიაუნი 1479-ე პოზიციას. რაც შეეხება Times Higher Education-ს მას აქვს ასევე „გავლენის რეიტინგები“, სადაც მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია წარდგენილი და წელს ველოდებით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტიც იქნება უკვე ასახული“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები