მწერალთა სახლში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოების“ ნომინაციაში გამარჯვებული ცირა ყურაშვილის წიგნი − „მეწამული მაგნოლია“ წარადგინეს

მწერალთა სახლში გრძელდება შეხვედრების ციკლი „მუზა 2025“-ის ლაურეატებთან.
ამჯერად გაიმართა „საუკეთესო პროზაული ნაწარმოების“ ნომინაციაში გამარჯვებული ცირა ყურაშვილის წიგნის − „მეწამული მაგნოლია“ წარდგენა.
საღამოს უძღვებოდა მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც ისაუბრა ცირა ყურაშვილის შემოქმედებაზე, მწერლის სტილსა და ენობრივ თავისებურებებზე და წაიკითხა ავტორის წიგნიდან შერჩეული პროზაული ტექსტები.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, მწერლები − მაკა ჯოხაძე, ნინო სადღობელაშვილი, წიგნის წინასიტყვაობის ავტორი, პოეტი გოჩა სხილაძე და საღამოს სხვა სტუმრები.
საღამოზე თავად ავტორმაც წაიკითხა წიგნიდან ტექსტები და საკუთარი პოეტური ნაწარმოებები.
ინფორმაციისთვის: „მუზა 2025“-ის შეხვედრები ლაურეატებთან იმართება ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები