ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს ხვდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრას მართავს.

მინისტრის თქმით, შეიქმნება სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეანიმატოლოგის, ინფექციონისტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტდება.

,,ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ გადავედით უფრო აქტიურ მართვის ფაზაზე და ნამდვილად მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმების უფრო მეტად ჩართვა ოპერატიული მართვის დონეზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნებიან ის დამატებითი წევრები, რომლებიც კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ ითანამშრომლებენ ჩვენს კლინიკებთან, რომ უფრო აქტიურად მოხდეს პაციენტებზე მონიტორინგი.

დღეს ვგეგმავთ, დამატებით განვიხილოთ ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც დღემდე იყო შემუშავებული და შევიტანოთ სიახლეები იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც პრაქტიკული მუშაობიდან დავინახეთ, რომ საჭიროა. შეიქმნება ჯგუფები რომლებიც შემდგარი იქნება რეანიმატოლოგისგან, ინფექციონისტისგან და სამინისტროს წარმომადგენელი იქნება ამ გუნდში, რომელთა უშუალო ჩართულობაც მოხდება თითოეულ კლინიკაში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები