ნიკოლოზ ანთიძე „ქართუს” დაფინანსებით მიმდინარე თამარის ციხის კვლევა-პროექტირების ორთვიან შედეგს აქვეყნებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში აბასთუმანში თამარის ციხის კვლევა-პროექტირების ორთვიანი შედეგის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს, რომელიც ფონდი „ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს.
„ფონდი „ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს აბასთუმანში ოძრხის/თამარის ციხის კვლევა-პროექტირება.
გაწმენდითი (არქეოლოგიური) სამუშაობის ორთვიანი შედეგი”, – აღნიშნავს ანთიძე.