საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ვირუსი კიდევ 478 ადამიანს დაუდგინდა და, ჯამურად, მათი რაოდენობა 12 272-ს შეადგენს.