ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2257-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 163 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ვირუსს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 829-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები