არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებ ყველა მხარდამჭერს, რომ არ ჩაერთონ პროვოკაციაში და ძალადობას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობით
„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას – ჩვენ გავატარეთ ფუდამენტური დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რათა თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში, ეს არის მთელი გუნდის პოზიცია და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობით”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
„ძალადობა ისჯება კანონით და ძალადობას არ აქვს არანაირი მხარდაჭერა და არ იქნება შეწყალებული ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ამიტომ, ჩვენ გვაქვს მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით. 54-დან 64 %-მდე იცვლება ის სხვადასხვა რეგიონში, ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიან და მშვიდ, თავისუფალ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ადამიანები, ვინც ამაში არ არიან დარწმუნებული, ალბათ ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს ძალადობით შეუშალონ ხელი, მაგრამ ამაზე იქნება რეაგირება”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.