საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა – 4 მათგანი აჭარაში მკურნალობდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარიან ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდა. ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 78-ს შეადგენს.