მარინა ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 222 აჭარაში, 137 თბილისში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 კი თბილისს უკავშირდება.

„აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევაა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის. თბილისში ცოტა შემცირდა – 137 შემთხვევაა, გუშინ იყო 179, იმერეთში 99 დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში – 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ხუთი, კახეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი და იმპორტირებული არის ერთი შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები