აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლელობას არ აძლევენ

გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა, იტყობინება, რომ ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზებისა” და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევს მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში.

მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას.

“მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ”, – აღნიშნულია ადვოკატის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები