თამარ გაბუნია: ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ინფიცირების მზარდი რიცხვი ფიქსირდებოდა.

„ის, რომ აჭარაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ეს უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც მაღალი იყო. თუმცა, რეგიონში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია. ზოგადად, ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, ამდენად ვფიქრობთ, რომ მძიმე შემთხვევები, რომლის გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს, ყველასთნ წარმატებული გამოსავალი დადგება და ეს პროცესი მართული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიცისტების მიერ“,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები