ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში “ქართულ ოცნებას” 48%, “ნაციონალური მოძრაობას” 26% აქვს – Survation-ის კვლევა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 13%, 50-50-12%, არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -8% და არ ვიცი/უარი პასუხზე – 1%.
იმავე ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
ზაზა ლომინაძე “ქართული ოცნება” – 54%.
გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია” – 32%.
ოთარ კახიძე “ევროპული საქართველო” – 6%.
ანა ნაცვლიშვილი “ლელო” – 5%.
თორნიკე მარჯანიშვილი “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” – 1%.
ნონა ასათიანი “პატრიოტთა ალიანსი” – 1%.
მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” – 48%.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26%.
“ევროპული საქართველო” – 9%.
“გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” – 6%.
“ლელო” – 4%.
“პატრიოტთა ალიანსი” – 4%.
“ლეიბორისტული პარტია” – 3%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.