რუსუდან თევზაძე: მწვანე ზონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი თაობის უზრუნველსაყოფად, სწორედ ამას ემსახურება ფონდ „ქართუს“ უპრეცედენტო საჩუქარი ქალაქს

“მწვანე ზონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი თაობის უზრუნველსაყოფად, სწორედ ამას ემსახურება ფონდ „ქართუს“ მიერ, გაღებული კიდევ ერთი უპრეცედენტო საჩუქარი ქალაქს”, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე ფონდ “ქართუს” გადაწყვეტილებას, რომ დედაქალაქს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადასცეს.

მისი თქმით, შენი ქვეყნისა და ქალაქის მტერი უნდა იყო, რომ ეს სიკეთე არ და ვერ დაინახო.

“ზოგადად, გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება ყველა ქალაქის უპირველესი მიზანი უნდა იყოს, ვინაიდან ქალაქი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საჭიროებს რეკრეაციული კომპონენტების არსებობას. მწვანე ზონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი თაობის უზრუნველსაყოფად, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ესთეტიკურ მხარეზე.

სწორედ ამას ემსახურება ფონდ „ქართუს“ მიერ გაღებული კიდევ ერთი უპრეცედენტო საჩუქარი ქალაქს.

შენი ქვეყნისა და ქალაქის მტერი უნდა იყო, რომ ეს სიკეთე არ და ვერ დაინახო, ეს ის მორიგი შემთხვევაა, როცა მკაფიოდ იკვეთება ზოგადად, ადამიანზე/მოქალაქეზე ზრუნვის დიდი სურვილი და გაღებული ძალისხმევა.

და კიდევ, ეს ის მორიგი შემთხვევაა, როცა ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მწარე ტყუილს ფაქტიური სიმართლე ცვლის.

ამდენად, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, მე როგორც მოქალაქეს მსურს მადლიერება გამოვხატო ფონდისა და ბატონ ივანიშვილის მიმართ,”- წერს რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები