იტალიაში კორონავირუსის გამო შეზღუდვები მკაცრდება
იტალიის მთავრობა მიმდინარე კვირას კორონავირუსულ შეზღუდვებს გაამკაცრებს, რომ მზარდი სტატისტიკა შეაჩეროს.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა, – წერს Politico.
მისი თქმით, განიხილება შეკრებების შეზღუდვა, ასევე, ყველა რეგიონში ღია ცის ქვეშ პირბადის ტარება მაშინ, როდესაც ნიღბების ტარება, ამჟამად სავალდებულოა მხოლოდ 20 რეგიონში.
ამასთან, სპერანცამ ქვეყნის მასშტაბით კარანტინის დაწესებაც არ გამორიცხა.
“საყოველთაო ბლოკირება კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ზარალს გამოიწვევს, რის უფლებასაც ქვეყანა თავს ვერ მისცემს”, – განმარტა მან.
იტალიის მთავრობის სხდომა ხვალ გაიმართება.
ამას გარდა, ხვალინდელ სხდომაზე სპერანცა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 31 იანვრამდე გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს, ამჟამინდელი 15 ოქტომბერს იწურება.
ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის 26 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 323 000 დადასტურებული და თითქმის 36 000 ლეტალური შემთხვევაა.
გასულ კვირას რომსა და ლაციოს რეგიონში ღია ცის ქვეშ პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.