გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭის სოფლების გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის სათანადო განვითარებასთან

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, უწერის თემის მოსახლეობას შეხვდა.

მისი თქმით, ზემო რაჭის სოფლების გაძლიერება ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის სათანადო განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

“ზემო რაჭის სოფლების გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის სათანადო განვითარებასთან, ამიტომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით ეს პროცესი შეუქცევადად უნდა ვაქციოთ”,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები