ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი მზად არის, ერევანსა და ბაქოს მოლაპარაკებისთვის სოხუმი შესთავაზოს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი მზად არის, ბაქოსა და ერევანს, ნეიტრალური ადგილის სახით, მოლაპარაკებისთვის სოხუმი შესთავაზოს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ.დეპუტატების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“მიმდინარე მოვლენებს არა მხოლოდ სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც ემსხვერპლნენ. კონფლიქტის ესკალაცია შეირაღებული დაპირისპირების ზონას სცდება და საფრთხეში სამხრეთ კავკასიის რეგიონს აყენებს. აფხაზეთის ხალხისთვის ნაცნობია იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც ამ დღეებში სროლისა და ჭურვების ცვენის ფონზე იმყოფებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. პარლამენტი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა  და ცივილური მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები