ჭიათურაში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ჭიათურაში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალუტეტის მერიიდან აცნობეს.
“ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს ,,ჯეო ჰოსპიტალსისა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ერთობლივი აქციის ფარგლებში ჭიათურაში, „ჯეო-ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილის საშულებით მოსახლეობისთვის ძუძუს კიბოსა ( 40-იდან-70 წლის ჩათვლით) და საშვილოსნოს ყელის (26 – 60 წლის ჩათვლით) უფასო სკრინინგი ჩატარდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.