ბიძინა ივანიშვილი: განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და სწორედ ამიტომ, განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები

„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” პერიოდში მასწავლებლების ხელფასები 400 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა:

„2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი. ჩვენ გავაორმაგეთ მასწავლებელთა ხელფასები და დღეს 400 ლარის ნაცვლად, კვალიფიციური მასწავლებლების ანაზღაურება, 1000 ლარს აღემატება. განათლების უპრეცედენტო რეფორმის ფარგლებში, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ აღჭურვას; ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და შევქმენით დამატებითი მოტივაცია სკოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებისა და მთის სკოლებში პედაგოგთა ახალი თაობის მოსაზიდად”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები