ლევან დავითაშვილი: „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავითაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგში წარმატებით განხორციელდა.

„პროგრამა „დანერგე მომავლის” ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500-ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის „ქართული ჩაის” ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200 ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. 5 ჯერ გაიზარდა თითქმის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე 5ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებაში მილიარ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს:

„მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გავქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები