“112“-ს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნული ატაშე, ერვე ჟამე ესტუმრა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნული ატაშე, ერვე ჟამე ესტუმრა და საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნო.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცნობით, „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმარს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

ერვე ჟამე ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნო, კერძოდ, თუ როგორ ხდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით „112“-ის მიერ მოძალადის ვირტუალური მონიტორინგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები