ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა

აგვისტოს თვეში ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა და 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 30.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.2 პროცენტს გაუტოლდა. სესხები აგვისტოში 0.3%-ით არის გაძვირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები