მარინა ენდელაძე: ალბათ, რამდენიმე დღეს კიდევ გვექნება პიკი, ხალხმა დაიჯერა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის რეგულაციების დაცვა კვლავ აუცილებელია.

მისივე თქმით, ზამთარში კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

“შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, ყველა ინფიცირებული თანდათან ვლინდება. ალბათ, რამდენიმე დღეს კიდევ გვექნება პიკი, შემდეგ ვფიქრობ, რაოდენობა შემცირდება.

ხალხმა დაიჯერა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია. ზამთარი კიდევ უფრო გასაფრთხილებელია. რეგულაციების დაცვა აუცილებელია. სკოლები მომზადებულები არიან და ვფიქრობ, იქედან ინფექციის მასობრივი გავრცელება არ უნდა იყოს”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები