ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 458 ფაქტი გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 530, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები